რისი უფლება გაქვთ, თუ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლებენ? | Allnews.Ge

რისი უფლება გაქვთ, თუ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლებენ?

შრომითი უფლებების საკითხი საქართველოში კვალავაც ძალიან აქტუალურ პრობლემად დგას, რომელიც, შესაძლოა, ნებისმიერი დასაქმებულის დღის წესრიგში დადგეს.

საქმე ის არის, რომ ხშირად დამსაქმებლები ბოროტად იყენებენ მათ ხელში არსებულ უფლებამოსილებას და თანამშრომლებს სრულიად დაუსაბუთებლად ათავისუფლებენ.

რეალურად კი, უკანონოდ განთავისუფლება დასაქმებულს უფლებას აძლევს, ჰქონდეს გარკვეული მოთხოვნები, რომელთა შესრულებასაც დამსაქმებელს მოსთხოვს.

საადვოკატო ბიურო OK&CG-ის იურისტების განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ შესრულება.

"შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.

ამასთან, ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადა 1 წელი ან მეტია. განაგრძეთ კითხვა

myquiz