რა უნდა იცოდეთ იმ ცვლილებებზე, რომლებიც 1-ლი იანვრიდან სესხის გაცემისას ამოქმედდება | Allnews.Ge

რა უნდა იცოდეთ იმ ცვლილებებზე, რომლებიც 1-ლი იანვრიდან სესხის გაცემისას ამოქმედდება

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულება 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. დებულება სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის ერთდროულად შევა ძალაში.

ამ დებულების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება. რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.

ეროვნული ბანკი დებულებასთან დაკავშირებით, ხშირად დასმულ შეკიტხვებზე პასუხებს აქვეყნებს, რომელსაც „ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

რა არის ამ დებულების მიზანი?

ამ დებულების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება. სესხის გამცემი ორგანიზაცია უნდა ხელმძღვანელობდეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების

პრინციპით, კერძოდ, სესხის აღების ეტაპზე მომხმარებელს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფინანსური ვალდებულება, რომლის გადახდასაც ვერ შეძლებს.

რა იცვლება ამ რეგულაციით?

ამ რეგულაციით სესხის გაცემის მომენტში სესხის გამცემს ეზღუდება ფიზიკურ პირზე იმაზე მეტი თანხის, სესხის ან სხვა ვალდებულების (მაგ. თავდებობა) დაკისრება, ვიდრე ფიზიკურ პირს ამის გადახდის რეალური შესაძლებლობა აქვს. დებულებით გათვალისწინებულია ასევე გამონაკლისები (მაგალითად, ლომბარდული სესხების დროს შემოსავლების შეფასება აუცილებელი არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში, ფიზიკური პირის ვალდებულება მხოლოდ გირაოს საგნით იფარგლება);

როგორ შეფასდება, თუ რა მოცულობის ვალის მომსახურება შეუძლია მსესხებელს?

რეგულაცია აწესებს სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების მაქსიმალურ ზღვრებს, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო ნორმებთან და ითვალისწინებს საქართველოს საბანკო სექტორის მახასიათებლებს.

ოჯახის მთლიანი შემოსავალი თვეში 3,000 ლარია. რა მოცულობის იპოთეკური სესხის აღებაა შესაძლებელი 5,000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში?

სესხის მოცულობა განსხვავებული იქნება სესხის გამცემი ორგანიზაციებისა და საპროცენტო განაკვეთების მიხედვით. თუმცა, რეგულაცია სესხის გამცემს უსაზღვრავს მაქსიმალურ ლიმიტს ყოველთვიურ გადახდებზე. მაგალითად, თუ ოჯახის შემოსავალი 3,000 ლარია, სესხის ყოველთვიური მომსახურების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1,350 ლარს 15-წლიანი სესხის შემთხვევაში და 1,650 ლარს - 5-წლიანი სესხის შემთხვევაში. ეს ნიშნავს, რომ ბანკს შეუძლია გასცეს მაქსიმუმ 110 ათასი ლარის სესხი (დათვლილია 12% წლიური საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში). არსებული სტატისტიკა და საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, რომ ამაზე მეტი ოდენობის სესხის აღების შემთხვევაში, არსებობს იმის დიდი რისკი, რომ მსესხებელი სესხის მომსახურებას ვერ შეძლებს და, შედეგად, დაკარგავს როგორც შეძენილ ბინას, ასევე უკვე გადახდილ თანხებს ან/და სხვა ქონებასაც; 5,000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში, ყოველთვიური გადახდები არ უნდა აჭარბებდეს 2,500 ლარს (სესხის ვადიანობა 15 წელი), ან 3,000 ლარს, უფრო მოკლევადიანი სესხის შემთხვევაში. ანუ, გაცემული იპოთეკური სესხის მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს 210 ათასს ლარს.

ეზღუდება თუ არა საკრედიტო ინსტიტუტს თავდების გამოყენება?

არ ეზღუდება. სესხის გამცემს შეუძლია მსესხებელთან ერთად დამატებით ფიზიკური პირის თავდებობის გამოყენება, მაგრამ მხოლოდ იმ თანხის ფარგლებში, რისი მომსახურების რესურსიც აქვს თავდებს ამ დებულების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ თავდები პირი წარმოადგენს მსესხებელი იურიდიული პირის მმართველი ორგანოს წევრს/პარტნიორს/აქციონერს ან მათი საოჯახო მეურნეობის წევრს, თავდების მიერ საკრედიტო კოეფიციენტების დაკმაყოფილება სავალდებულო არ არის.

არ გაქვთ შემოსავალი და ფლობთ მხოლოდ ერთ საცხოვრებელ სახლს. მეგობარი, რომელიც ბანკიდან სესხს იღებს, გთხოვთ ამ სესხზე თავდებად დადგომას. როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში? იხილეთ გაგრძელება bpn.ge-ზე

myquiz