მსოფლიოში მილიარდერების რაოდენობა გაიზარდა | Allnews.Ge

მსოფლიოში მილიარდერების რაოდენობა გაიზარდა

მსოფლიოში მილიარდერების რაოდენობა 2017 წელს 2 158-მდე გაიზარდა. ამის შესახებ შვეიცარიული ბანკი UBS და საკონსულტაციო კომპანია PwC თავიანთ ანგარიშში წერენ. დოკუმენტის თანახმად, ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 199 ახალი მილიარდერი ჩნდება.

რაც შეეხება მილიარდერების კოლექტიურ სიმდიდრეს, იგი გასულ წელს 19 პროცენტით გაიზარდა და ჯამში 8,9 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ლიდერი ამ მხრივ ქვეყნებს შორის ჩინეთია.

ახალი მილიარდერების დაახლოებით მესამედმა სიმდიდრე სხვადასხვა ფორმის ინოვაციების დანერგვით მოიპოვა, დანარჩენმა კი არსებული ბიზნესები გააფართოვა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მილიარდერი მეწარმეები ქვეყნის ეკონომიკური ტრანსფორმაციაში წამყვან როლს ასრულებენ. უფრო მეტიც, ბოლო ათწლეულია ჩინელმა უმდიდრესმა ადამიანებმა დაარსეს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, გაზარდეს ცხოვრების სტანდარტები და დააგროვეს ქონება.

UBS-ის ანგარიშის მიხედვით აზიაში უფრო მეტი მილიარდერია, ვიდრე აშშ-ში.

myquiz