მურთაზ კიკორია ეროვნულ ბანკს ტოვებს | Allnews.Ge

მურთაზ კიკორია ეროვნულ ბანკს ტოვებს

"ეროვნული ბანკის" ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია ეროვნულ ბანკს ტოვებს.

ამ მოთხოვნით, კიკორიამ პარლამენტს უკვე მიმართა.

წერილის თანახმად, კიკორია სებ-ს მიმდინარე წლის 30 ნოემბრიდან დატოვებს.

ეროვნული ბანკის მილიონერი ვიცე-პრეზიდენტი - რა ქონებას ფლობს მურთაზ კიკორია?

"ეროვნული ბანკის" შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ა/წ 30 ნოემბრიდან",- ვკითხულობთ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ წერილში.

ცნობისთვის, კიკორია აღნიშნულ პოსტს ეროვნულ ბანკში 2016 წლის დეკემბრიდან იკავებს. მანამდე კი "საქართველოს ბანკის" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

myquiz