ქონებით უზრუნველყოფილ სესხს დღეიდან ნაღდი ანგარიშსწორებით ვეღარ აიღებთ | Allnews.Ge

ქონებით უზრუნველყოფილ სესხს დღეიდან ნაღდი ანგარიშსწორებით ვეღარ აიღებთ

უძრავ-მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემა აიკრძალა.

ამის შესახებ აღნიშნულია სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებებში. ცვლილებების ავტორი ფინანსთა სამინისტროა.

კოდექსის იმ მუხლის მიხედვით, რომელიც უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გაცემის წესს არეგულირებს, სესხი მხოლოდ საბანკო გადარიცხვით გაიცემა.

"უძრავი ქონებით ან/და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებით ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე წყლის, საჰაერო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გაცემის შემთხვევაში სავალდებულოა გამსესხებელმა/კრედიტის გამცემმა მსესხებელს/კრედიტის მიმღებს ფულადი სახსრები გადასცეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით", - აღნიშნულია კოდექსში.

იურიდიული პირი, რომელიც აღნიშნულ წესს დაარღვევს, დაჯარიმდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, უზრუნველყოფილი სესხის უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გაცემის მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას.

წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz