როგორია მარგველაშვილის ქონებრივი მდგომარეობა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისას და რა ქონებას ფლობს პირველი ლედი | Allnews.Ge

როგორია მარგველაშვილის ქონებრივი მდგომარეობა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისას და რა ქონებას ფლობს პირველი ლედი

28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. თუმცა, მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ დრომდე არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. მისივე თქმით, ის ამ საკითხზე სასაუბროდ ჯერ მზად არ არის და გადაწყვეტილებას მაშინ გამოაცხადებს, როდესაც საჭიროდ ჩათვლის.

"ბიზნესპრესნიუსი" პრეზიდენტის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გთავაზობთ ინფორმაციას. ბოლო, 2018 წლის 3 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლრაციის თანახმად, 2017 წლის განმავლობაში პრეზიდენტის შემოსავალმა ამ პოსტზე 82 800 ლარი შეადგინა.

დეკლარაციის თანახმად, წინა წელთან შედარებით პრეზიდენტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ შეცვლილა და მარგველაშვილი ფლობს - 4 462 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დუშეთში; ამავე მისამართზე მდებარე 200 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს; 120 კვ. მეტრის ბინას თბილისში; 40 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს დუშეთში, რომელიც 2016 წელს 10 000 ლარად ააშენა.

რაც შეეხება მარგველაშვილის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე მას 6 695 ლარი ჰქონდა. განაგრძეთ კითხვა

myquiz