საქართველოში ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება ლარებში - "ქართუ ბანკი" მესამე ადგილზეა | Allnews.Ge

საქართველოში ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება ლარებში - "ქართუ ბანკი" მესამე ადგილზეა

2018 წლის მე-2 კვარტალის მონაცემებით კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულებამ 211 833 608 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის ქონება "საქართველოს ბანკის" ანგარიშზე ირიცხება. 2018 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 96,2 მლნ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზე - 57,7 მლნ ლარით არის "თიბისი ბანკი". სამეულში შედის "ბანკი ქართუ", რომლიც ანგარიშზეც 36,5 მლნ ლარის დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ირიცხება.

კომერციული ბანკების Top-5 დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მაჩვენებლით: (წყარო: ეროვნული ბანკი)

"საქართველოს ბანკი" - 96 296 456 ლარი

"თიბისი ბანკი" - 57 750 111 ლარი

"ქართუ ბანკი" - 36 559 044 ლარი

"ბაზისბანკი" - 9 506 263 ლარი

"ვითიბი ბანკი" - 9 135 972 ლარი

myquiz