რა რაოდენობის ჩანთა და ფეხსაცმელი გავიდა საქართველოდან ექსპორტზე და რომელ ქვეყნებში იყიდება ქართული ნაწარმი? | Allnews.Ge

რა რაოდენობის ჩანთა და ფეხსაცმელი გავიდა საქართველოდან ექსპორტზე და რომელ ქვეყნებში იყიდება ქართული ნაწარმი?

2017 წელს, 1 449 000 აშშ დოლარის ოდენობის ფეხსაცმელი და 772 000 აშშ დოლარის ოდენობის ჩანთა და აქსესუარი გავიდა ექსპორტზე. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია KPMG-მ მოამზადა. KPMG-ს აღნიშნული კვლევა სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" დაუკვეთა.

კვლევა მოიცავს მსოფლიოს და საქართველოს ბაზრის ანალიზსა და საინვესტიციო წინადადებებს 3 ქვე-სექტორში: ტყავის ფეხსაცმლის, სპორტული ფეხსაცმლისა და სამგზავრო ჩანთების წარმოება.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც ყველაზე მეტი ფეხსაცმელი შემოვიდა და სადაც ყველაზე მეტი ფეხსაცმელი გავიდა ექსპორტზე, 2017 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი ფეხსაცმელი ჩინეთიდან შემოვიდა, ფეხსაცმელების 21%-ის იმპორტი თურქეთიდან განხორციელდა, იმპორტიორთა შორის მესამე ადგილს იტალია იკავებს.

საქართველოდან კი ექსპორტზე ყველაზე მეტი ფეხსაცმელი სომხეთში გავიდა (73%), მეორე ადგილს ყირგიზეთი იკავებს, მესამე ადგილს კი რუსეთი და უკრაინა ინაწილებენ, სადაც ექსპორტზე ფეხსაცმლის 5-5% გავიდა. Untitled report

Infogram რაც შეეხება ჩანთებსა და აქსესუარებს იმპორტის დიდი ნაწილი ამ შემთხვევაშიც ჩინეთზე მოდის (45%).

ექსპორტის მხრივ პირველ სამ ადგილს სომხეთი, აზერბაიჯანი და ისრაელი ინაწილებენ.

23 წლის ქართველი გოგონა, რომლის ჩანთებიც საფრანგეთსა და ამერიკაში იყიდება

KPMG-ს კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს წარმოების ხანგრძლივი ისტორია აქვს. კვლევის თანახმად საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ტყავისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი რამდენიმე კომპანია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ფუნქციონირებდა, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და სოხუმში. საქართველოში წარმოებული პროდუქცია საბჭოთა კავშირის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნაში გადიოდა ექსპორტზე. ამასთანავე საქართველოს თითქმის ყველა მთავარ ქალაქში კარგად იყო განვითარებული ტანსაცმლის წარმოებაც. კვლევაში ნათქვამია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოება დროებით შეჩერდა, თუმცა ახლა საქართველოში ინდუსტრია თანდათან წინ მიიწევს.

კვლევამ საქართველოში ფეხსაცმლის, ჩანთებისა და სხვა აქსესუარების მცირე ზომის და უფრო დიდი მწარმოებლები გამოავლინა. აღსანიშნავია, დიდ მწარმოებლებად მიიჩნევიან ისინი, რომლებიც წელიწადში 1500- 151 000 ცალ ფეხსაცმელსა და აქსესუარებს აწარმოებენ. კვლევაში ნათქვამია, რომ ზოგიერთ ადგილობრივ მწარმოებელს თავისი პროდუქცია ექსპორტზე უკვე გააქვს, ზოგიერთი კი ექსპორტისთვის ახლა ემზადება.

გაიცანით ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მწარმოებელი ქართული კომპანიები, რომელთა ნაწილის პროდუქცია უცხოეთშიც იყიდება

კვლევის შედეგად კომპანია KPMG-მ საქართველოში ფეხსაცმლის მწარმოებელი 4 კომპანია გამოავლინა, რომლებიც ტყავის ფეხსაცმელებს, რეზინის ბოტებსა და ოთახის ფლოსტს აწარმოებენ და დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ. რაც შეეხება ჩანთებსა და აქსესუარებს, გამოვლინდა ორი კომპანია, რომლებიც ზურგჩანთებს, წელის, ლეპტოპების ჩანთებს, საფულეებს, ქამრებსა და სხვა აქსესუარებს განსხვავებული მასალისგან ამზადებენ. ერთ-ერთმა მათგანმა საკუთარი პროდუქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, შვედეთში, შვეიცარიასა და ყაზახეთში ექსპორტზე გაიტანა.

გარდა ამისა, საქართველოში არის ტყავის მწარმოებელი 5 კომპანია. კომპანია ტყავის წარმოებისთის დაუმუშავებელ პროდუქციას საქართველოში ყიდულობს, საბოლოო პროდუქციას კი ძირითადად თურქეთსა და იტალიაში ყიდის. კვლევის თანახმად საქართველოში დიზაინერულ პროდუქციაზეც იზრდება მოთხოვნა და ნაწილი ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაშიც იყიდება.

გთავაზობთ საქართველოში მოქმედ ფეხსაცმელების, ჩანთებისა და აქსესუარების, ასევე ტყავის მწარმოებელი კომპანიების ჩამონათვალს:

ფეხსაცმლის მწარმოებლები: Vogg; Levanto; Sad; Miapoly

ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებლები: Humanoid; Georgia Gepherini

ტყავის მწარმოებლები: Saba; Zurderi; Geopeli; Deri Standard; Filimaska

კვლევის მიერ დასახელებული მიზეზები, თუ რატომ არის საქართველო მიმზიდველი ადგილი ინვესტორებისთვის:

სტრატეგიული მდებარეობა - საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ნებისმიერი ინვესტორისთვის აქტივია. როგრც ხიდი ევროპასა და აზიას შორის, საქართველო ინვესტორებს სთავაზობს პირდაპირ წვდომას ევროპულ, სპარსეთის ყურისა და დსთ-ს წევრ ქვეყნებთან. გარდა ამისა საქართველო ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია და ამასთანავე შეუძლია პროდუქციის რკინიგზის საშუალებით პირდაპირ ჩინეთში ტრანსპორტირება, რომელიც ყველაზე მოკლე მარშრუტია. მისი სამი ძირითადი გაზისა და ნავთობის სადენი, შავი ზღვის პორტები, კარგად განვითარებული რკინიგზა სამ საერთაშორისო აეროპორტთან ერთად თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებაში.

შრომის ანაზღაურება ფეხსაცმლის წარმოების სფეროში - ყოველთვიურო საშუალო დასაბეგრი ხელფასი ფეხსაცმელების წარმოების სფეროში 155-დან 420 დოლარამდე მერყეობს.

ელექტროენერგიის დაბალი გადასახადი - სამრეწველო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ღირებულება 0,0598-დან 0,858 დოლარამდე მერყეობს.

დასამუშავებელი მასალ - შესაძლოა საქართველო თვითონ არ იყოს წარმოებისთის საჭირო ზოგიერთი მასალის მწარმოებელი, იმ რაოდენობით რა რაოდენობაც აუცილებელია, თუმცა საქართველოს ადგილმდებარეობა მას უპირატესობას ანიჭებს, რომ საჭირო მასალების იმპორტი მარტივად მოახდინოს.

სასწავლო ცენტრები - ფეხსაცმლის სპეციალისტებისთვის ტრენინგები საქართველოს მასშტაბით თბილისსა და ქუთაისშია ხელმისაწვდომი, ჯამში 3 მსგავსი ცენტრი ფუნქციონირებს. კურსების საშუალო ხანგრძლივობა 16 თვეს შეადგენს. გარდა ამისა, ქვეყანაში ტრენინგ ცენტრები ტანსაცმლის მწარმოებლებისთვისაც არის და კურსების საშუალო ხანგრძლივობა ამ შემთხვევაში 20 თვეა. სასწავლო ცენტრების უმეტესობას ინვესტორებისთვის სპეციალური მოკლე ტრენინგ-კურსის ჩატარება შეუძლიათ და ზოგიერთ მათგანს ამის გამოცდილება უკვე აქვს.

რა უცხოური ბრენდები იკერება საქართველოში და რამდენია მკერავების ხელფასი? - პრობლემები სამკერვალო ინდუსტრიაში

სამთავრობო მხარდაჭერის მექანიზმები - პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ინვესტორს შეუძლია ისარგებლოს როგორც ინფრასტრუქტურული, ისევე ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმით. აგრეთვე, პოტენციურ ინვესტორებს აქვთ შესაძლებლობა ითანამშრომლონ "საპარტნიორო ფონდთან" საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობის გზით. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ახორციელებენ პროგრამებს სამკერვალო მიმართულებით.

ამასთანავე კვლევის შედეგად ის ქვეყნებიც გამოიყო, რომლებიც საქართველოსთვის ტყავისა და სპორტული ფეხსაცმელის, ასევე სამგზავრო ჩანთების ექსპორტისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი, მოსახერხებელი და მომგებიანია.
კომპანია KPMG-მ იმისთვის, რომ საქართველოში ფეხსაცმლის წარმოების ოპტიმალური შესაძლებლობა დაედგინა, ქართული ნაწარმის პოტენციური მოხმარება გაანალიზა შემდეგი ქვეყნების მიხედვით (ევროკავშირი, დსთ, ახლო აღმოსავლეთი, ჩინეთი და თურქეთი, იქიდან გამომდინარე რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის უმეტესობა ექსპორტზე სწორედ ამ ქვეყანაში გავა. ანალიზმა აჩვენა, რომ ყველა ფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორის მანძილის, საქართველომ რუსეთში იმპორტირებული ფეხსაცმლის წილი საკუთარ თავზეც უნდა აიღოს.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გათვალისწინებით კი საქართველოს ფეხსამლის ექსპორტის მხრივ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის კარგი შანსი აქვს. აღსანიშნავია, რომ რუსეთი და ევროკავშირის ქვეყნები სპორტული ფეხსაცმელისა და სამგზავრო ჩანთების ექსპორტისთვისაც მიმზიდველ ადგილებად დასახელდა.

myquiz