ბათუმში ბინა ბითკოინით გაიყიდა | Allnews.Ge

ბათუმში ბინა ბითკოინით გაიყიდა

ბათუმში ბინა ბითკოინებით გაიყიდა, - ამის შესახებ Allnews.ge-ს კომპანია Geo-line-ში დაუდასტურეს, რომელმაც ბინის მესაკუთრე და მყიდველი ერთმანეთს დააკავშირა.

როგორც კომპანია Geo-line-ში აღნიშნავენ, ბინის შესაძენად ანგარიშსწორება მთლიანად კრიპტოვალუტით მოხდა. მყიდველი უცხოელია. თუმცა, თუ რამდენი გადაიხადეს და როგორი ბინა შეიძინეს ბითკოინებით, უცნობია.