მოსალოდნელია თუ არა ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების რაოდენობის შემცირება? | Allnews.Ge

მოსალოდნელია თუ არა ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების რაოდენობის შემცირება?

2018 წელს ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების რაოდენობა არც გაზრდილა და არც შემცირებულა.

"კრედიტინფო საქართველოს" ბიზნესის განვითარების მენეჯერის, ლაშა ბაღათურიას ვარაუდით, აღნიშნული პროფილის კომპანიების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი არ არის, ხოლო ზღვრული საპროცენტო განაკვეთის კიდევ ერთხელ შემცირებამ შესაძლოა, მათი ნაწილი ბაზრიდან გასვლა გამოიწვიოს.

"ზღვრულმა საპროცენტო განაკვეთმა თუ 50%-მდე დაიწია, ამან შეიძლება, ონლაინ სესხების კომპანიების შემცირება გამოიწვიოს, როგორც მაშინ შემცირდა (ფაქტობრივად განახევრდა), როდესაც ზღვრულმა საპროცენტო განაკვეთმა 100%-მდე დაიწია", - აღნიშნა ლაშა ბაღათურიამ.

მისივე ინფორმაციით, 2017 წლის მსგავსად, ონლაინ სესხების კომპანიების რაოდენობა ამჟამად 25-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით, ონლაინ სესხების გამცემი 24 კომპანია გაკოტრდა ან ბაზრიდან გავიდა. არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ინფორმაციით, "კრედიტინფო საქართველოს" კლიენტი 2016 წელს 41 ონლაინ გამსესხებელი იყო, კომპანიების ნაწილის გაკოტრების ან ბაზრიდან გასვლის შემდეგ კი მათი რაოდენობა 17-მდე შემცირდა.

myquiz