გარჩეული ბროწეული ჭიქაში - ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტი დღეიდან გაიყიდება | Allnews.Ge

გარჩეული ბროწეული ჭიქაში - ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტი დღეიდან გაიყიდება

დაჭრილი და შეფუთული კარტოფილის შემდეგ, ბაზარზე გარჩეული ბროწეული გამოჩნდა, რომელიც გაყიდვაში დღეიდან ჩაეშვა. როგორც მწარმოებელი კომპანია "უჯაფოს" ერთ-ერთი მეწილე გიორგი ტორონჯაძე "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, შეფუთული ბროწულის მასა 170- 190 გრამია, ღირებულება კი 5 ლარამდე.

მისივე თქმით, დაჭრილი კარტოფილისგან განსხვავებით, ბროწეული იმპორტირებულია და მისი შეძენა სუპერმარკეტებში იქნება შესაძლებელი.

"დავამატეთ გამზადებული ბროწული, რომელიც ერთჯერად ფრეშის ჭიქებშია და კოვზი მოჰყვება. კარტფილისგან განსხვავებით, ბროწეული თურქეთიდან და ირანიდანაა იმპორტირებული",-აცხადებს გიორგი ტორონჯაძე.

მისივე თქმით, კომპანია "უჯაფო"კარტოფილისა და ბროწულის მსგავსად, მომხმარებლებს სექტემბერიდან სხვა პროდუქტებსაც შესთავაზებს, თუმცა მეტი დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

"სექტემბრიდან კიდევ დაემატება ახალ პროდუქცია, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტულ სახეობებს არ ვამბობთ. ხაზი იგივე იქნება, რაც კარტოფილისა და ბროწეულის შემთხვევაში",-აცხადებს გიორგი ტორონჯაძე.

აღსანიშნავია, რომ კომპანია "უჯაფო", ერთადერთია ქართულ ბაზარზე, რომელიც პროდუქტს ასეთი ფორმით უშვებს. ის დაახლოებით 1 წლის წინ ამუშავდა და პირველად გაუყინავი, დაჭრილი, შეფუთული ახალციხის კარტოფილი გამოუშვა. იხილეთ გაგრძელება bpn.ge-ზე

myquiz