ბაზრიდან 15 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გავიდა - შენარჩუნდება თუ არა ტენდენცია?
ბაზრიდან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 15 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გავიდა. აქედან, ერთი თვის განმავლობაში ლიცენზია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 ორგანიზაციას შეუჩერა.
სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ შემცირების ტენდენცია ისევ გაგრძელდება, რის მიზეზადაც სებ-ის იმ რეგულაციას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საწესდებო კაპიტალის ჯერ 500 000 ლარამდე, შემდეგ კი 1 000 000 ლარამდე გაზრდა მოუწევთ.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა უკვე 15 ერთეულით შემცირდა. სებ-ის მონაცემებით, თუ 2017 წლის აპრილში ბაზარზე 88 მიკროსაფინანსო ოპერირებდა, 2018 წლის აპრილში მათი
რადენობა 73 გახდა.
ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმა/საურავების ოდენობა იცვლება
"მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემცირება პირველ რიგში რეულაციებმა გამოიწვია, რომელიც დაახლეობით წელიწადნახევრის წინ მიიღეს და საწესდებო მინიმალური კაპიტალი, ასევე სხვადასხვა რეზერვები დაუწესეს. ამან პირდაპირ გამოიწვია ის, რომ პატარა მიკროსაფინანსოებისთვის, ასეთ პირობებში ბაზარზე ოპერირება მომგებიანი უკვე აღარ არის. მათ ვეღარ მოხერხეს იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელიც ეროვნულმა ბანკმა დაუწესა. შესაბამისად, ლოგიკა მარტივია, მათ უწევთ ბაზრის დატოვება. ანუ, საქმიანობის ამ სფეროდან საერთოდ გასვლა",-აცხადებს საბანკო პროდუქტების სპეციალისტი დავით კიკვიძე "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას.
მისი თქმით, 1-ლი სექტემბრიდან საწესდებო კაპიტალის ნახევარ მილიონამდე, ხოლო იანვარში 1 მილიონამდე გაზრდა, მიკროსაფინანსოების შემცირების ტენცენციის გაგრძელებას გამოიწვევს.
"დიდი ალბათობით, მიკროსაფინანსოების შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. იმიტომ, რომ ასეთი მაკაცრი რეგულაციების დაწესება, მათთვის მარტივი საკითხი არ არის. მიკროსაფინანსოების უმრავლესობა საშუალო დონის სიდიდის ორგანიზაციები არიან და მათთვის ასეთი დიდი საზედამხეველო კაპიტალის, დამატებით სხვადასხვა რეგულაციების დაკმაყოფილება, ძალიან რთულია. ამას ემატება ისიც, რომ მათ ე.წ ანაბრების მოზიდვის უფლება აღარ აქვთ. შესაბამისად, ძალიან დიდია ალბათობა, რომ უმრავლესობა ბაზრიდან გავიდეს", - აცხადებს დავით კიკვიძე.
მამუკა ბახტაძე - ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ონლაინ სესხები გაქრა
მიკროსაფინანსო ორგანიზაცების შემცირების მიზეზებზე განსახვავებული მოსაზრება აქვს "მიკროსაფინანსო ასოციაციის" თავმჯდომარე ბესო შენგელიას. როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სავარაუდოდ, ეს კონკურენციამ გამოიწვია. წაიკითხეთ გაგრძელება