თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე Georgian Airways-ი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს | Allnews.Ge

თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე Georgian Airways-ი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს

თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე Georgian Airways-ი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს. ამის შესახებ საგანგებო განცხადება ავიაკომპანიამ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მოგეხსენებათ რომ ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია ვცდილობთ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ თურქულ კომპანიასთან, "ტავ ურბან ჯორჯიასთან" მოლაპარაკებას, ავიაბილეთების ფასების გაიაფებასთან დაკავშირებით, რამაც, შედეგი არ გამოიღო.

სამწუხაროდ, სხვა გზა არ დაგვრჩა და იძულებულები ვართ, გთხოვოთ, გვერდში დგომა რომ ვაიძულოთ "ტავ ურბან ჯორჯია" გავიდეს საქართველოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გააგრძელებენ ჩვენი აეროპორტების მართვას მინიმუმ 2027 წლამდე.

აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის ბოლოს ვგეგმავთ საპროტესტო აქციის გამართვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე და მოგიწოდებთ თანადგომისაკენ.

დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.

წინასწარ გიხდით მადლობას თანადგომისთვის", - წერია განცხადებაში.

myquiz