ენგურჰესმა მუშაობა განაახლა
ენგურჰესი სრული დატვირთვით დღეს საღამოს ამუშავდება, - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკურმა დირექტორმა, გია ხუბუამ განუცხადა.
მისი თქმით, ხუთშაბათს, გვიან საღამოს ჩაირთო 2 აგრეგატი, პარასკევს – კიდევ ერთი. "საღამოს ჩაირთვება მე-4 აგრეგატიც და აღდგება სრულად მუშაობა. მთავარია, რომ საერთო სასადგურე პრობლემა მოგვარებულია და ავარიის წინა რეჟიმიც აღდგენილია", - განაცხადა ხუბუამ.
"ენგურჰესზე" მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით აფხაზური მედია ვიდეოს ავრცელებს
ენგურჰესი ავარიულად 24 მაისის 20:11 საათზე გაითიშა, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონსა და თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
როგორია ელექტროენერგიის ტარიფები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში?