ეროვნულმა ბანკმა ლარის ხვალინდელი გაცვლითი კურსი დაადგინა | Allnews.Ge

ეროვნულმა ბანკმა ლარის ხვალინდელი გაცვლითი კურსი დაადგინა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულება 2.4664 ლარია.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4719 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის კურსის ცვლილებამ 0.0055 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8812 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი იყო 2.8716 ლარი. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0096 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.

myquiz