საქართველოში შესაძლოა, საბურავების გადამამუშავებელი საწარმო აშენდეს | Allnews.Ge

საქართველოში შესაძლოა, საბურავების გადამამუშავებელი საწარმო აშენდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ჩინური კომპანიის Emeishan Gongping Environmental Technology წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება, შეხვედრაზე მხარეებმა საბურავების გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობის პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე იმსჯელეს. კომპანიის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს პრეზენტაცია წარუდგინეს და საწარმოს მნიშვნელობის და ფუნქციონირების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. გარდა საბურავებისა, საწარმო ნეილონის გრანულების, ფოლადის მძივებისა და რეზინის პროდუქციის გადამუშავებას ითვალისწინებს.

სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწლიურად ნარჩენი საბურავების რაოდენობა 13 500 ტონას შეადგენს, რომელიც გარემოს მნიშვნელოვნად აბინძურებს.

ჩინური კომპანია, საწყის ეტაპზე, 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

საბოლოო გადაწყვეტილება საწარმოს გახსნის შესახებ უახლოს მომავალში იქნება განხილული, როდესაც მომზადდება როგორც გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვა, ასევე "ნარჩენების მართვის კოდექსთან" და "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან" თანხვედრა.

შეხვედრას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ჩინური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ინ ჩენგი, კომპანიის თანადამფუძნებლები - ვან გდელიანგი და ლი პო ესწრებოდნენ.

myquiz