რა ღირს 1 ღამის გათევა საქართველოს სასტუმროებში? | Allnews.Ge

რა ღირს 1 ღამის გათევა საქართველოს სასტუმროებში?

2018 წლის აპრილში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 136 ლარი შეადგინა. ამაზე PMCG-ის მიერ დადგენილი სასტუმროების ფასების ინდექსი მეტყველებს.

აღნიშნული ინდექსის მიხედვით, სამ ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი, კვლავ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში

დაფიქსირდა (საშუალოზე 20%-ით მაღალი).

4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა აპრილში 234 ლარი შეადგინა. აპრილში, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი ამ ტიპის სასტუმროებში თბილისში დაფიქსირდა (საშუალოზე 16%-ით მაღალი).

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა კი აპრილში 394 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 615 ლარი შეადგინა, კახეთში - 357 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 304 ლარი, ხოლო აჭარაში - 291 ლარი.

რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, აქ საშუალო ფასმა აპრილის თვეში 75 ლარი შეადგინა, ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში, მარტის მსგავსად, ქვემო ქართლის და გურიის რეგიონებში დაფიქსირდა.

ხოლო, Airbnb-ის მიხედვით საქართველოში ბინების საშუალო ფასმა აპრილში $45 (110 ლარი) შეადგინა.

საქართველოს და მის მეზობელ ქვეყნებს შორის ტურისტებისთვის ბინები ყველაზე იაფი საქართველოშია, ბინების ყველაზე მაღალი საშუალო ფასი რუსეთში დაფიქსირდა-134$, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი-$53, თურქეთი-$50 და სომხეთი-$49. საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების დედაქალქებს შორის, ბინების დაჯავშნა ტურისტებს ყველაზე იაფად თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შეუძლიათ-$35, ბინები ყველაზე ძვირი მოსკოვშია-$130.

თბილისის უბნები, სადაც ბინების ქირაობა 170 ლარადაა შესაძლებელი

თბილისში ბინების საშუალო ფასმა $44-შეადგინა, ერევანში-$49, ხოლო ბაქოში-54$.

PMCG საქართველოში ახალგახსნილი განთავსების საშუალებების სტატისტიკაზეც წერს, რომლის მიხედვითაც ორი წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტი განთავსების საშუალება, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, გურიაში გაიხსნა, ჯამში 30 ერთეული. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდში გურიაში 32 ახალი განთავსების საშუალება შენდება.

2016-2017 წლებში, განთავსების საშუალებების რაოდენობები, ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა აჭარაში და თბილისში. რაც შეეხება ქვემო ქართლს და შიდა ქართლს, მოცემულ რეგიონებში ყველაზე ნაკლები განთავსების საშუალება გაიხსნა, შესაბამისად 2 და 1 ერთეული.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 2016-2017 წლებში არც ერთი განთავსების საშუალება არ გახსნილა რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში, ხოლო 2018 წელს, მხოლოდ 1 განთავსების საშუალება გაიხსნა.

მიმდინარე პერიოდში, რეგიონში 3 განთავსების საშუალების მშენებლობა მიმდიონარეობს.

myquiz