კომპანიები, სადაც თანამშრომელთა ნახევარი წლიურად 100 000 დოლარზე მეტს გამოიმუშავებს | Allnews.Ge

კომპანიები, სადაც თანამშრომელთა ნახევარი წლიურად 100 000 დოლარზე მეტს გამოიმუშავებს

Facebook-ის თანამშრომლებს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურება რომ აქვთ, ამაზე უკვე აღარავინ საუბრობს, თუმცა საინტერესოა, რამდენად აფასებენ სხვა ამერიკული კომპანიები საკუთარი თანამშრომლების შრომას. Time-ი წარმოგიდგენთ 15 კომპანიას, სადაც საშუალო ანაზღაურების მქონე თანამშრომლის წლიური ანაზღაურება 6-ციფრიანია და ათეულობით ათას დოლარს შეადგენს.

LogMeIn Inc.

თუ რამდენიმე ათეული ან ასეული კილომეტრის მანძილიდან თქვენი მშობლების კომპიუტერში მისი შეკეთების მიზნით შესულხართ, პროგრამა LogMeIn, სავარაუდოდ, გამოყენებული გაქვთ. საშუალო ანაზღაურების მქონე თანამშრომელი ამ კომპანიაში 108 209 დოლარს გამოიმუშავებს.

Dunkin’ Brands Group Inc.

დანკინის საშუალო ანაზღაურების მქონე თანამშრომელი წელიწადში 110 471 დოლარს იღებს, თუმცა ადვილი მისახვედრია, რომ ამ ადამიანებს დანკინის ჩვენთვის ცნობილი კაფეების სალაროებთან ვერ ნახავთ. Boston Business Journal-ის ინფორმაციით, ამ ანაზღაურებას, როგორც წესი, ქსელის კორპორატიული თანამშრომლები იღებენ, რომლებიც მენიუს ადგენენ და მარკეტინგზე ზრუნავენ.

The Boeing Co

მსოფლიოში უმსხვილესი აეროკოსმოსური კომპანია Boeing-ის საშუალო ანაზღაურების მქონე თანამშრომლის წლიური ხელფასი 111 204 დოლარს შეადგენს. კომპანიას, დაახლოებით, 140 ათასი თანამშრომელი ჰყავს და ის ვაშინგტონში მომუშავე პერსონალს წლიურად 600 მილიონ დოლარის ოდენობის ბონუსს აძლევს.

Sirius XM Holdings Inc.

"ფორბსი" ამ სატელიტურ რადიო გიგანტს მსოფლიოში ყველაზე ინოვაციურს უწოდებს და სავარაუდოდ რადიოს 32 მილიონი ხელმომწერი "ფორბსს" ამაში დაეთანხმებოდა. საშუალო ანაზღურების მქონე თანამშრომელი აქ წლიურად 114 841 დოლარს გამოიმუშავებს.

EBay Inc.

ონლაინ გაყიდვების კომპანიაში თანამშრომლების საშუალო ანაზღაურება 122 891 დოლარს შეადგენს. რა თქმა უნდა, აქ მხეველობაში არ არიან ის ადამიანები, ვინც eBay-ზე ნივთების გაყიდვა საკუთარ კარიერად აქციეს, როგორც პენსილვანიელმა დიასახლისმა ლინდა ლაიტმანმა, რომელმაც 2015 წელს საიტის დახმარებით 25 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

Verizon Communications Inc.

ამ კომპანიას 155 ათასი თანამშრომელი ჰყავს, საშუალო ანაზღაურების მქონე სპეციალისრტები კი შესრულებული სამუშაოს წყალობით 126 623 დოლარს გამოიმუშავებენ.

NewMarket Corp.

კომპანია 1887 წელს დაარსდა და მაშინ ქაღალდს აწარმოებდა, ახლა კი ის საწვავს აწარმოებს. კომპანიის საშუალო ანაზღაურების მქონე თანამშრომელი წელიწადში 128 030 დოლარს იღებს.

Zynga Inc.

თამაში FarmVille გახსოვთ? სოციალური მედიისთვის თამაშების დეველოპერ ამ კომპანიასა და მის თანამშრომლებს ის ნამდვილად ახსოვთ, რადგან მსგავსი თამაშების შექმნისთვის, კომპანიის საშუალო ანაზღაურენის მქონე თანამშრომელი ჩვენთვის წარმოუდგენლად მაღალ ხელფასს 140 382 დოლარს იღებს.

Phillips 66

ამ ენერგეტიკული კომპანიის საშუალო ანაზღაურების მქონე თანამშრომლების ხელფასი წელიწადში 170 988 დოლარს შეადგენს. CNBC-ის ინფორმაციით, ამ კომპანიის დიდი თაყვანისმცემელია მილიარდერი უორენ ბაფეტი, თუმცა კომპანიის ფასიანი ქაღალდების მხოლოდ 10%-ს ფლობს.

DTE Energy Co.

DTE Energy 23-წლიანი ისტორიის მქონე ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც საშუალო დონის თანამშრომელს 173 839 დოლარს უხდის.

Pandora Media Inc.

ამ კომპანიის საშუალო დონის თანამშრომელი წელიწადში 175 138 დოლარს იღებს და შეიძლება ოფისში ისეთი კომფორტი არ აქვს, როგორც ეს Google-შია, თუმცა მაგიდის ფეხბურთის თამაში განტვირთვის მიზნით მაინც შეუძლიათ.

Netflix Inc.

ბევრი ჩვენგანისთვის ნაცნობი და საყვარელი კომპანიის საშუალო ანაზღაურების მქონე თანამშრომელი ჩვენი სიამოვნებისთვის შექმნილ ხარისხიან პროდუქციაში 183 304 დოლარს იღებს. კომპანია თანამშრომლებს ისეთ პირობებსაც სთავაზობს როგორიც არის ერთწლიანი სრულად ანაზღაურებული შვებულება ახალბედა მშობლებისთვის.

Alphabet Inc.

Google-ის ეს კომპანია თანამშრომლებს საკმაოდ ბევრს უხდის. საშუალო ანაზღაურების მქონე თანამშრომელი აქ 197 274 დოლარს იღებს. თუმცა ამ კომპანიაში დასაქმება ცალკე ისეტორიაა არადგან იმ 2 მილიონი ადამიანიდან ვინც აპლიკაციას ავსებს, რეალურად სამსახურს მხოლოდ მცირე რაოდენობა იღებს. სტატისტიკურად ამ კომანიაში მუშაობის დაწყება 10-ჯერ უფრო რთულია, ვიდრე ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაბარება ასე რომ წარმატებას გისურვებთ.

Splunk Inc.

ჩამოთვლილ კომპანიებს შორის საშუალო ანაზღაურების მქონე თანამშრომლებს ყველაზე დიდ ხელაფასს ეს კომპანია უხდის. ამ თანამშრომლების წლიური ანაზღაურება 256 370 დოლარს შეადგენს.

myquiz