საქართველოში 17 330 უცხოელი მუშაობს - ბიზნესის რომელ სექტორში საქმდებიან არარეზიდენტი პირები | Allnews.Ge

საქართველოში 17 330 უცხოელი მუშაობს - ბიზნესის რომელ სექტორში საქმდებიან არარეზიდენტი პირები

საქართველოში დასაქმებული უცხოელების რაოდენობა ერთ წელიწადში 17%-ით გაიზარდა. 2017 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ 17 330 არარეზიდენტი პირი მუშაობდა და მათი უმეტესობა, დაახლოებით 47% მცირე საწარმოებში იყო დასაქმებული.

ეს არის ეკონომიკის სამინისტროს კვლევის შედეგები, რომელიც საწარმოებში გამოკითხვის შედეგად ჩატარდა და რომელიც სავარაუდოდ, სრულ სურათს ვერ ასახავს. სრული სურათისთვის "ბიზნესპრესნიუსმა" მონაცემები ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოითხოვა, თუმცა დღემდე მათგან პასუხი, თუ რამდენ ადამიანს მიენიჭა 2017 წელს შრომითი ბინადრობის უფლება, არ მიგვიღია.

როგორც ცნობილია, 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან საქართველომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა, იმ პერიოდიდან ძალაში შევიდა მთავრობის №520 დადგენილება, რომელიც უცხოელებისთვის ბინადრობის გაცემას არეგულირებს. სწორედ იმ დროიდან გახდა შესაძლებელი რეალობასთან უფრო მოახლოებული სტატისტიკური მონაცემების მიღება საქართველოში დასაქმებულ უცხოელებზე.

უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია მხოლოდ ის მონაცემი, რაც ეკონომიკის სამინისტროს კვლევაშია მოცემული და რომელიც საწარმოთა ნაწილის გამოკითხვისას შედგა. ამ კვლევის მიხედვით, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დასაქმებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 17%-ით და სულ 17 330 კაცი შეადგინა (მთლიანი დასაქმების 2.2%);

უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების ძირითად მიზეზად დასახელდა საწარმოს უცხოელი დამფუძნებელი/მენეჯმენტი (65,8%) და ის, რომ საწარმო წარმოადგენს უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალს (17,3%); რომელ სფეროებში არიან დასაქმებულები უცხოელები საქართველოში