ლარში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა | Allnews.Ge

ლარში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა

ლარში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. ეროვნული ბანკის 2018 წლის მარტის მონაცემებით სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 13,1%-ს შეადგენს (2017 წელს - 12,7%).

ამავე მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 15,6%-დან 17,1%-მდე გაიზარდა. შედარებით მაღალია ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთი. კერძოდ, ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით 2018 წლის მარტში ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 21,3%-ს შეადგენდა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 18,5%-ს შეადგენდა.

რამდენია წლიური საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზე საქართველოს მეზობელ ქვეყნებში?

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს, აქ საპროცენტო განაკვეთი მიმინალური პროცენტით გაიზარდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2018 წლის მარტის მონაცემებით უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 8,7% იყო (2017 წელს - 8,5%).

წყარო: bpn.ge

myquiz