ბოლო რამდენიმე დღეა საწვავი გაძვირდა | Allnews.Ge

ბოლო რამდენიმე დღეა საწვავი გაძვირდა

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საწვავი ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე 2 თეთრით, არაბრენდირებულზე კი -5 თეთრით გაიზარდა.

ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა "პალიტრანიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფასის ცვლილება საერთაშორისო ფასების ზრდამ და ლარის კურსის ცვლილებამ განაპირობა.

ცნობისთვის, ლონდონის ბირჟაზე ბარელი ნავთობის ფასი 74 დოლარია და მთვრალაშვილის განცხადებით, ასეთი ფასი 2014 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.

რაც შეეხება საწვავის ფასს საქართველოში, დღეის მდგომარეობით, "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე ეკო სუპერის ტიპის საწვავი 2.49 ლარი, ეკოპრემიუმი 2.34 ლარი ღირს, ევრო რეგულარის ფასმა 2.22 ლარი; ეკო დიზელის - 2.38 შეადგინა; "დიზელ ენერჯის" ღირებულება - 2.26 ლარი; ავტოგაზის კი - 1.46 ლარია.

"ლუკოილის" ავტოგასამართ სადგურებზე "ევრო სუპერის" ტიპის საწვავი 2.37 ლარია, "პრემიუმ ავანგარდი" - 2.24 ლარი ღირს; ევრო რეგულარის ფასი - 2.09; ევროდიზელის კი - 2.25 ლარია.

"რომპეტროლის" სადგურებზე სუპერის ღირებულება 2.49 ლარია; "ევრო პრემიუმის" ფასი - 2.33 ლარი; "ევრო რეგულარის" ტიპის საწვავის კი – 2.24 ლარია; ამასთან, efix ევრო დიზელი დღეის მდგომარეობით, 2.32 ლარი; ხოლო 1 ლიტრი ევრო დიზელი -2.25 ლარი ღირს.

იხილეთ სხვა ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები

myquiz