რომელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროები საქართველოში? | Allnews.Ge

რომელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროები საქართველოში?

საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა თვიური ნომინალური ხელფასი 2017 წლის მე-4 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75 ლარით გაიზარდა და 1140 ლარი შეადგინა - ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

ნომინალური ხელფასები გაიზარდა ყველაზე მაღალ და დაბალანაზღაურებადი სფეროებშის ნაწილშიც. კერძოდ, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფერო როგორც 2017, ისე 2016 წლებში პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები იყო, რომლის შრომის ანაზღაურება გასული წლის მე-4 კვარტალში 2132 ლარს, ხოლო 2016 წლის იმავე პერიოდში 2128 ლარს შეადგენდა.

მეორე ადგილს მშენებლობა იკავებს, სადაც 2017 წლის მეოთხე კვარტალში შრომის ანაზღაურება 1984 ლარს შეადგენდა, 2016 წლის ამავე პერიოდში კი 1640 ლარს. ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე სფეროებს შორის მესამე ადგილზე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებია, სადაც 2017 წლის მეოთხე კვარტალში ნომინალური ხელფასი 1772 ლარს შეადგენდა, 2016 წლის ამავე პერიოდში კი ხელფასი შედარებით მაღალი 2023 ლარი იყო.

რაც შეეხება ყველაზე დაბალანაზღაურებად სფეროებს, აქ პირველ პოზიციას ისევ განათლება იკავებს, თუმცა 2016 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, როდესაც შრომის ანაზღაურება 584 ლარს შეადგენდა, 2017 წლის იმავე პერიოდში ხელფასი გაიზარდა 626 ლარამდე გაიზარდა.

ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი სფეროა წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები, სადაც დასაქმებულთა ნომინალური ხელფასი 2017 წლის მე-4 კვარტალში 814 ლარი, ხოლო 2016 წლის ამავე პერიოდში 777 ლარი იყო.

ყველაზე დაბალანაზღაურებად სფეროებს შორის მესამე პოზიციაზეა სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა. ამ სფეროში დასაქმებულთა თვიური შრომის ანაზღაურება 2017 წლის მე-4 კვარტალში 854 ლარი იყო, 2016 წლის იმავე პერიოდში კი 684 ლარი.