რა რაოდენობით ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შემოიტანეს საქართველოში 2017 წელს? | Allnews.Ge

რა რაოდენობით ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შემოიტანეს საქართველოში 2017 წელს?

2017 წელს საქართველოში 201 728 013,6 ლარის ღირებულების 11 793 855,2 ცალი სხვადასხვა ტიპის ტანსაცმელი შემოიტანეს (გარდა მანქანითა და ხელით ნაქსოვისა) - ამის შესახებ Allnews.ge-ს საქართველოს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მანქანით და ხელით ნაქსოვი ტანსაცმლის რაოდენობა კი 26 968 682,5 იყო, რომლის საერთო ღირებულებამაც 161 074 949,7 ლარი შეადგინა. როგორც შემოსავლების სამსახური იუწყება, შემოტანილი საბავშვო ტანსაცმლის საერთო ღირებულება 2017 წელს 2 930 473,1 ლარი იყო.

გაიცანით ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მწარმოებელი ქართული კომპანიები, რომელთა ნაწილის პროდუქცია უცხოეთშიც იყიდება

რაც შეეხება ფეხსაცმელს, გასულ წელს 201 791 982,4 ლარის 20 605 645,3 წყვილის იმპორტი მოხდა.

myquiz