მაღაზია თბილისში, სადაც მხოლოდ ქართული წარმოების პროდუქტი იყიდება | Allnews.Ge

მაღაზია თბილისში, სადაც მხოლოდ ქართული წარმოების პროდუქტი იყიდება

თბილისში გაიხსნა მაღაზია, სადაც მხოლოდ ქართული პროდუქტი იყიდება. Palitravideo.ge-მ აღნიშნული მაღაზია გადაიღო.

როდესაც თქვენ ყიდულობთ იმპორტულ პროდუქციას, მასში გადახდილი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ გადის, რაც ცუდია. ქართული პროდუქციის ყიდვისას კი ფული საქართველოს ეკონომიკაში ჩაბრუნდება. ამით, პირველ რიგში, ლარზე ზეწოლა შემცირდება. თუმცა მთავარი ის არის, რომ ქართველ მეწარმეს მიეცემა ბიზნესის გაფართოების, ანუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა, სადაც შესაძლოა, დასაქმდეთ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი. ნებისმიერი ქართული საწარმოს გაფართოება ნიშნავს მეტ შემოსავალს ქვეყნის ბიუჯეტში. გარდა ამისა, გაიზრდება კონკურენცია თავად ქართულ საწარმოებს შორის, რაც ხარისხსა და ფასზე დადებითად აისახება.

myquiz