ნავთობის ფასმა 2014 წლის შემდეგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია | Allnews.Ge

ნავთობის ფასმა 2014 წლის შემდეგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ერთი ბარელი "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასმა 70 დოლარს მიაღწია. შედეგად შავი ოქროს ღირებულება 2014 წლის დეკემბრის შემდეგ რეკორდულ ნიშნულზეა. "ბიბისის" ცნობით, ნავთობის ფასი მას შემდეგ გაიზარდა, რაც "ოპეკის" წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ისინი მარაგებს შეამცირებენ.

ამასთან, აშშ-ის ენერგეტიკის უწყების ინფორმაციით, ნედლი ნავთობის მარაგი ერთი კვირის განმავლობაში 5 მილიონი ბარელით შემცირდა და 5 იანვრის მონაცემებით, 419.5 მილიონი ბარელი შეადგინა.

შეგახსენებთ, გასულ წელს, "ოპეკმა" და რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებდნენ ნავთობის წარმოების შემცირებას, იმისათვის რომ შავი ოქროს ფასი, რომელიც 50 დოლარზე იყო ჩამოსული, გაეზარდათ.

myquiz