უახლოეს 25 წელში მსოფლიოში შესაძლოა პირველი ტრილიონერი გაჩნდეს | Allnews.Ge

უახლოეს 25 წელში მსოფლიოში შესაძლოა პირველი ტრილიონერი გაჩნდეს

სამშაბათს, ამაზონის გენერალური დირექტორის, ჯეფ ბეზოსის ქონებამ 105 მილიარდ დოლარს მიაღწია, რამაც ბეზოსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცია.

Oxfam-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ადამიანთა 1%-ის ქონება დანარჩენი მსოფლიოს მოსახლეობის ქონებას აღემატება და თუ სიის სათავეში მყოფი პირები წარმატებულ ბიზნესსაქმიანობას გააგრძელებენ, უახლოეს 25 წელიწადში მსოფლიოში შესაძლოა პირველი ტრილიონერი გაჩნდეს.

Forbes-ის მილიარდერთა სიის პირველ ცხრა პოზიციაზე მყოფი პირების ქონება მსოფლიოს მოსახლეობის ნახევრის ქონებას უდრის.

წარმოგიდგენთ ამ 9 ადამიანს.

9. მაიკლ ბლუმბერგი - 51,4 მილიარდი დოლარი 1981 წელს მაიკლ ბლუმბერგმა დააფუძნა საფინანსო-საინფორმაციო და მედიაკომპანია Bloomberg LP. ბიზნესში 88%-იანი წილით ის 9-მილიარდი დოლარის მოგებას ნახულობს.

8. ლარი ელისონი - 59,7 მილიარდი დოლარი

1977 წელს ლარი ელისონი კომპანია Oracle-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. კომპანიის სასტარტო კაპიტალი 2000 დოლარი იყო, საიდანაც 1200 დოლარი ელისონს ეკუთვნოდა. გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ელისონი 2014 წელს გადადგა, თუმცა კომპანიასთან კავშირები არ გაუწყვეტია.

7. ბერნარ არნო - 64,8 მილიარდი დოლარი

ბერნარ არნო LVMH-ის გენერალური დირექტორის პოსტს 1989 წლიდან იკავებს. LVMH-ს ეკუთვნის ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Louis Vuitton, Sephora და Dom Perignon.

6. კარლოს სლიმ ელუ და მისი ოჯახი - 67 მილიარდი დოლარი

კარლოს სლიმ ელუ ლათინური ამერიკის მობილური ტელეკომუნიკაციების უმსხვილეს კომპანიას, América Móvil-ს აკონტროლებს. კარლოს სლიმ ელუ ასევე ფლობს წილებს სამთო სამუშაოების სხვადასხვა სფეროებში, უძრავ ქონებასა და სამომხმარებლო საქონელში. ის მექსიკის ყველაზე მდიდარი ადამიანია.

5. ამანსიო ორტეგა - 75,2 მილიარდი დოლარი

ამანსიო ორტეგა ევროპის ყველაზე მდიდარი ადამიანია, 1975 წელს ის Zara-ს ბრენდის მფლობელი კომპანია Inditex-ის თანადამფუძნებელი გახდა. ამანსიო ორტეგას უძრავი ქონება აქვს ლონდონში, ნიუ-იორკსა და მადრიდში.

4. მარკ ცუკერბერგი - 75,3 მილიარდი დოლარი

Facebook-ის გენერალურმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა საიტი 13 წლის წინ დააფუძნა, როდესაც ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდა. ცუკერბერგმა და მისმა მეუღლემ, პრისცილა ჩანმა გადაწყვიტეს საკუთარი ქონების 99% გარდაცვალებამდე დახარჯონ. იხილეთ გაგრძელება