ხარაგაულის მერიაში საახალწლოდ 13 000 ლარის პრემია გაიცა | Allnews.Ge

ხარაგაულის მერიაში საახალწლოდ 13 000 ლარის პრემია გაიცა

ხარაგაულის მერიაში საახალწლოდ 13 000 ლარის პრემია გაიცა. როგორც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა კახა გოლუბიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პრემია დეკემბრის ბოლოს 130 თანამშრომელზე გაიცა. თანამშრომლებმა საახალწლოდ 100-100 ლარი მიიღეს.

გასულ წელს ხარაგაულის მერიაში 14 600 ლარის პრემია გაიცა. თებერვალში 1 600 ლარის ოდენობით პრემია მიიღო გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძემ. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ინფორმაციით, სხვა თანამშრომლებს წლის განმავლობაში პრემია არ მიუღიათ.

myquiz