ბიტკოინის ფასი რამდენიმე ათასი დოლარით დაეცა | Allnews.Ge

ბიტკოინის ფასი რამდენიმე ათასი დოლარით დაეცა

22 დეკემბრის მონაცემებით ბიტკოინის ფასი დაახლოებით 13 000$-მდე დაეცა. შეგახსენებთ, მიმდინარე თვეს კრიპტოვალუტის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 20 000$-ს გადააჭარბა.

ბიტკოინის ფასმა ზრდა ბოლო რამდენიმე თვეა დაიწყო, დეკემბრის დასაწყისისთვის მისი ღირებულება 11 000$ იყო და თვის განმავლობაში აქტიურად იზრდებოდა. რამ გამოიწვია ბიტკოინის ფასის დაცემა დღეს, ეს უცნობია.

თუმცა, მსოფლიო ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტას მომავალ წელს კრახი ელოდება.

ბიტკოინში ინვესტირების გამო, მოსახლეობას ბრიტანეთში ფინანსური დანაკარგის შესახებ აფრთხილებენ