საქართველოს პარლამენტს არანაკლებ 2017 წელს გამოშვებული 19 სედანის ყიდვა სურს | Allnews.Ge

საქართველოს პარლამენტს არანაკლებ 2017 წელს გამოშვებული 19 სედანის ყიდვა სურს

საქართველოს პარლამენტს 19 სედანის ტიპის ავტომობილის შეძენისთვის ტენდერი აქვს გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 855 000 ლარია.

6 დეკემბერს გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 15 დეკემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ავტომობილები ექსპლუატაციაში არმყოფი და არანაკლებ 2017 წელს უნდა იყოს გამოშვებული.

ამასთან, ისინი შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ: გარბენი არაუმეტეს 30კმ; კარების რაოდენობა არანაკლებ 4; საწვავის ტიპი ბენზინი; ძრავის მოცულობა არანაკლებ 1.6, არაუმეტეს 2.0; ცხენის ძალა არანაკლებ 120; გადაცემათა კოლოფი ავტომატური, არანაკლებ 6 საფეხურიანი; იხილეთ გაგრძელება