რა ვითარებაა საქართველოს მაღაზიებში - გასაყიდი ტკბილეულის ხარისხზე სპეციალისტები საუბრობენ | Allnews.Ge

რა ვითარებაა საქართველოს მაღაზიებში - გასაყიდი ტკბილეულის ხარისხზე სპეციალისტები საუბრობენ

მაღაზიებში გასაყიდად გამოტანილი პროდუქციის ხარისხზე უამრავი კრიტიკული მოსაზრება გამოთქმულა, მაგრამ მიუხედავად კონტროლის გამკაცრებისა, უხარისხო საკვები პროდუქტები საქართველოს ბაზარზე მაინც იყიდება.

შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ასეთ ნაწარმს პრესტიჟულ მაღაზიათა ქსელშიც ყიდიან. რამდენიმე ასეთი ფაქტის შესახებ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი - ვახტანგ კობალაძე გვიამბობს:

ვახტანგ კობალაძე - ჩვენი ორგანიზაცია პროდუქციის ხარისხს მომხმარებელთა განცხადებების საფუძველზე იკვლევს. როდესაც მომხმარებელი აღმოაჩენს პროდუქტს, რომელიც გაფუჭებულია, ან ვადა აქვს გასული, ან სხვა წუნი აქვს და ამის თაობაზე გვაცნობებს, ჩვენ მივდივართ, ვიღებთ ქსელიდან ამ პროდუქტის ნიმუშს და თუ საჭიროა, ლაბორატორიულადაც ვამოწმებთ. მიმდინარე წლის ოქტომბერში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გვაცნობა, რომ ერთ-ერთ ცნობილ სავაჭრო ქსელში შეიძინა შოკოლადი და მასში მატლები აღმოაჩინა. ჩვენ მის მიერ მითითებულ მაღაზიაში შევიძინეთ შოკოლადის ნიმუში და ლაბორატორიაში ანალიზისთვის ჩავაბარეთ. ლაბორატორიამაც დაადასტურა, რომ შოკოლადში მატლები იყო. შემდეგში ეს მაღაზია სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც შეამოწმა, მაგრამ იქ ეს პროდუქტი ვეღარ იპოვეს. ამის შემდეგ სააგენტოს წარმომადგენლებმა შეამოწმეს დახლები, სადაც ტკბილეული იყო განთავსებული და იქ მატლის ჭუპრები აღმოაჩინეს. დადგინდა, რომ ასაწონი ტკბილეულის დახლებზე ჰიგიენური ნორმები არ იყო დაცული. ამის შემდეგ ტკბილეულის დახლები სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით დახურეს, ხოლო მაღაზია დააჯარიმეს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რესტორნები შეამოწმა - იხილეთ შედეგები

ვახტანგ კობალაძემ სხვა სავაჭრო ქსელში აღმოჩენილი უხარისხო პროდუქციის შესახებაც გვიამბო:

-არანაკლებ ცნობილ და პოპულარულ მაღაზიაში აღმოვაჩინეთ ტკბილეული, რომელშიც ტყვიის რაოდენობა გადაჭარბებული იყო. ზაფხულში კი, ამავე მაღაზიაში იყიდებოდა ნამცხვრები, რომლებსაც ნავთის სუნი ასდიოდა. ამის გამო მოხმარებელმა საჩივრით მოგვმართა, ჩვენც შევამოწმეთ და ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ეს პროდუქტი საკვებად უვარგისი იყო. ჩვენ ასეთი წესი გვაქვს: როდესაც რომელიმე მაღაზიაში დარღვევას აღმოვაჩენთ, 3-4 თვის შემდეგ იმავე მაღაზიაში ხელმეორედ მივდივართ შესამოწმებლად. ამ პროდუქტში ტყვიის შემცველობა ხელახალი შემოწმების დროსაც მაღალი იყო. სამწუხაროდ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგნელები აღნიშნულ სავაჭრო ქსელში გვიან მივიდნენ და იქ არანაირი შეუსაბამობა არ აღმოუჩენიათ. სამაგიეროდ, იმ საწარმოებში აღმოაჩინეს დარღვევები, სადაც ამ ტკბილეულს ამზადებენ.

Momxmarebeli.ge - "სპარში" შეძენილ "როშენის" შოკოლადში მატლები აღმოჩნდა"

როგორ დავიცვათ თავი უხარისხო ტკბილეულის შეძენისგან? - ამ საკითხზე "ბიზნესპრესნიუსს" სურსათის ექსპერტი, თსუ-ის პროფესორი ეთერ სარჯველაძე ესაუბრა:

-მე და ჩემი კოლეგები უკვე რამდენი წელია ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მისი მოგვარება ვერა და ვერ მოხერხდა. ჩემი აზრით, შოკოლადი არ იქნებოდა უხარისხო, მისი შენახვის პირობები სათანადოდ რომ ყოფილიყო დაცული. როგორც ჩანს, მაღაზიაში არ იყო შექმნილი საჭირო პირობები, რის გამოც შოკოლადი დაობდა და გაფუჭდა. მოქალაქეები ფხიზლად უნდა იყონ და არ მოერიდონ მსგავსი ფაქტების გახმაურებას - თუ მომხმარებლები ამგვარ შემთხვევებს გულგრილად არ შეხვდებიან, მაღაზიები ვეღარ გაყიდიან დაძველებულ, უხარისხო პროდუქციას და შენახვის პირობებსაც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ. ყველა თავის საწარმოო რგოლზე უნდა იყოს პასუხისმგებელი, რომ უხარისხო, წუნდებული და გაფუჭებული პროდუქტი მომხმარებლამდე არ მივიდეს.

როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი ტკბილეული და შოკოლადი? - ამის თაობაზე ახალს ვერაფერს გეტყვით - აცხადებს სურსათის ექსპერტი:

ეთერ სარჯველაძე - პირველ რიგში ტკბილეული ისეთ მაღაზიებში უნდა შევიძინოთ, სადაც ჰიგიენური ნორმები დაცულია. სწორედ ამიტომ, ორმაგი პრობლემაა, როცა უხარისხო სურსათი პრესტიჟულ მაღაზიებში იყიდება. ნამცხვრებს შესაძლოა ვიზუალურად ეტყობოდეს, მაგრამ შეხვეულ პროდუქტს ვერ შეამოწმებ, მათ შორის, შოკოლადს, ოღონდ, როცა გახსნით და დაინახავთ, რომ შოკოლადის ფილას არაბუნრებრივი ფერი აქვს, ან თეთრი ფერისაა, ესე იგი, მასში დაობების პროცესია დაწყებული და მაშინვე უკან უნდა დააბრუნოთ. იხილეთ გაგრძელება

myquiz