არჩილ თალაკვაძის ქონება და მისი Harley-Davidson-ი | Allnews.Ge

არჩილ თალაკვაძის ქონება და მისი Harley-Davidson-ი

2016 წელს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ორ სხვადასხვა თანამდებობაზე შემოსავლის სახით ჯამში, 103 544.47 ლარი მიიღო.

აქედან, თალაკვაძის შემოსავალმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე, გასული წლის 1 იანვრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით - 95 895,72 ლარი; 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში პარლამენტის წევრობისას კი 7 648,75 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თალაკვაძე ფლობს 109,90 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; მასვე ეკუთვნის მოტოსატრანსპორტო საშუალება - Harley-Davidson-ი, რომელიც 2016 წელს 8 000 დოლარად შეიძინა.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დეკლარაციის შევსების მომენტში "თი-ბი-სი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 3 104,11 ლარი; საკრედიტოზე კი 10 424,50 ლარი ჰქონდა. ამასთან, როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, წინა წელს არჩილ თალაკვაძემ მინისტრის ბრძანებით (სამსახურებრივი) 1 200 დოლარის ღირებულების იარაღი მიიღო საჩუქრად.

myquiz