როგორ მოვაგროვოთ ფული ბინის საყიდლად? | Allnews.Ge

როგორ მოვაგროვოთ ფული ბინის საყიდლად?

გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული უძრავი ქონების აგენტებმა Strutt & Parker-მა გამოყვეს ის 6 ძირითადი ხარჯი, რომლებზეც ახალგაზრდა წყვილებმა უარი უნდა თქვან, რათა ბინის შეძენა შეძლონ. უძრავი ქონების აგენტების ახალგაზრდებისკენ მიმართული რჩევა ავსტრალიელი მილიონერის ტიმ გარნერის განცხადებას მოჰყვა, რომელშიც მან 35 წლამდე ახალგაზრდებს ავოკადოს სენდვიჩებზე უარის თქმისკენ მოუწოდა, თუ მათ ბინის შეძენა სურთ. მილიონერის რჩევას დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა სოციალურ ქსელებში.

როგორ დავზოგოთ ფული ლარის გაუფასურების პირობებში - წაიკითხეთ რჩევები

Strutt & Parker-ის მიერ გაკეთებული ჩამონათვალის თანახმად, ახალგაზრდები, რომლებიც კვირაში ერთხელ მაინც იტყვიან უარს ღამის ცხოვრებაზე, წელიწადში საშუალოდ 8 ათასი დოლარის დაზოგვას შეძლებენ. სწრაფი კვების ობიექტებში კვებაზე უარის თქმა მათ 3500 დოლარს დაუზოგავს. ლანჩის სახლიდან წაღება და გარეთ სენდვიჩებსა და სალათებზე ფულის დაზოგვით კი ახალგაზრდები წლის ბოლოს დაახლოებით 344 დოლარს დააგროვებენ.

ამასთან, ყოველწლიურ არდადეგებზე, ლატარეის ბილეთებსა და სატელეფონო ხარჯების შეზღუდვით შესაბამისად 900, 1100 და 200 დოლარს დაზოგავენ.
თუ 35 წლამდე ახალგაზრდები ზემოჩამოთვლილ მომსახურებასა და პროდუქტებზე უარს იტყვიან, Strutt & Parker-ის თქმით, ისინი 5 წლის განმავლობაში საშუალოდ 84 ათასი დოლარის დაგროვებას შეძლებენ.

რა ჯდება სამსახურში კვება და როგორ დავზოგოთ ფული?

როგორც ცნობილია, მაგალითისთვის, გაერთიანებულ სამეფოში საშუალო ზომის ბინა დაახლოებით 623 ათასი დოლარი ღირს, შესაბამისად Business Insider-ის ინფორმაციით, ამ ქვეყანაში 35 წლამდე ახალგაზრდების მხოლოდ 31% ფლობს ბინას, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარება ოდნავ უკეთესადაა, რადგან ამ ქვეყანაში ამ ასაკის ადამიანების 35%-ს შეუძლია სახლის ყიდვა.

myquiz