საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოება დაიწყება | Allnews.Ge

საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოება დაიწყება

საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოება დაიწყება, - ამის შესახებ, "ბიზნესპრესნიუსს" კომპანია "ფრეგობასის" დირექტორმა მურმან პატარაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ავტობუსების წარმოებასთან დაკავშირებით, კომპანია უმსხვილეს ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-სთან და გერმანულ EURABUS-თან ერთად კონსორციუმს ქმნის.

"23 ნოემბერს ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-სთან და გერმანულ EURABUS-თან მემორანდუმს ვაწერთ ხელს, რის შედეგადაც საქართველოში აშენდება ქარხანა და ელექტროავტობუსების წარმოება დაიწყება. ძირითადი მიმართულება არის ევროპული ბაზრების ათვისება, თუმცა ქართული მხარის დაინტერესების შემთხვევაში, თანამშრომლობისთვის რა თქმა უნდა, მზად ვართ", - განაცხადა პატარაიამ.

მისივე თქმით, 20-23 ნოემბრის პერიოდში საქართველო გერმანულ-ჩინურ დელეგაციას უმასპინძლებს და სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებს განიხილავენ.

myquiz