ბიზნესმენები ლარის კურსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ | Allnews.Ge

ბიზნესმენები ლარის კურსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ

ძირითადი მახასიათებლები საკმაოდ ოპტიმისტური განწყობის საშუალებას იძლევა, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ძირითადი მახასიათებლები, როგორიცაა, ექსპორტი, ტურისტების შემოდინება და ეკონომიკის მდგომარეობა, საკმაოდ ოპტიმისტური განწყობების საშუალებას იძლევა", - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ჩვენ ყველას გვინდა, რომ ლარი იყოს სტაბილური ვალუტა, - ამის შესახებ "საქართველოს ბიზნესასოციაციის" ვიცე პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"წელს ყველა ვგრძნობთ, რომ შიდასავალუტო ბაზარზე მოხდა კურსის სტაბილიზაცია. ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები არავის მოგვწონს, მაგრამ კარგია, რომ ბოლო ორ დღეში ლარის გამყარების პროცესი დაიწყო. ძალიან კარგი იქნება თუ ეს გაგრძელდება ნებისმიერი ადამიანისთვის და კომპანიისთვის ამ ქვეყანაში", - განაცხადა ფხაკაძემ.

myquiz