"მაგთიმ" ტელევიზიის პაკეტის ფასი გაზარდა | Allnews.Ge

"მაგთიმ" ტელევიზიის პაკეტის ფასი გაზარდა

"მაგთიმ" ტელევიზიის პაკეტის ფასი გაზარდა. როგორც კომპანიის ვებგვერდზე წერია, ტარიფის ცვლილება 1 დეკემბრიდან ამოქმედდება.

"გაცნობებთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბრიდან 6 ქართული ტელეარხის: რუსთავი 2, კომედი არხი, მარაო, იმედი, მაესტრო და ჯიდიესის ერთობლივი მოთხოვნით, აღნიშნული არხების რეტრანსლირება ტრანზიტორი ოპერატორებისთვის ხდება ფასიანი.

მაგთიკომი იძულებულია 1 დეკემბრიდან განახორციელოს ტარიფების ცვლილება და გაზარდოს ტელევიზიის ყველა პაკეტის ფასი 2 ლარით (ტარიფი მოიცავს არხების რეტრანსლირების უფლების საფასურსა და სხვა ყველა გადასახადს).

"მაგთიკომი" ყოველთვის მოქმედებს კანონის შესაბამისად და აწვდის საკუთარ აბონენტებს მხოლოდ ლიცენზირებულ (ლეგალურ) კონტენტს.

ტარიფის ცვლილება ეხება "მაგთიკომის", როგორც "მაგთისატის" ასევე IP ტელევიზიის ყველა აბონენტს", - იტყობინება კომპანია.

myquiz