თუ წლიური ხელფასი 24 ათას ლარს აჭარბებს სახელმწიფო განსხვავებულ საპენსიო შენატანს გააკეთებს | Allnews.Ge

თუ წლიური ხელფასი 24 ათას ლარს აჭარბებს სახელმწიფო განსხვავებულ საპენსიო შენატანს გააკეთებს

მოქალაქეებს, რომელთა ხელფასი წლიურად 24 ათასიდან 60 ათას ლარამდეა, საპენსიო ანგარიშზე სახელმწიფო ხელფასის ოდენობის მხოლოდ 1%-ს გადაურიცხავს.

ამის შესახებ დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის პროექტშია ნათქვამი.

ამასთან, როგორც პროექტშია აღნიშნული, სახელმწიფო დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის საპენსიო ანგარიშზე 2%-ს გადარიცხავს, იმ შემთხვევაში თუ დასაქმებული ან თვითდასაქმებული პირის წლიური ხელფასი/შემოსავალი 24 ათას ლარს არ აღემატება.

ხოლო, იმ პირების საპენსიო ანგარიშზე, რომელთა წლიური ხელფასი ან შემოსავალიც 60 ათასს აღემატება, სახელმწიფო საპენსიო შენატანს არ განახორციელებს. იხილეთ ვრცლად

myquiz