უცხოელები უძრავი ქონების ყიდვას ახალ ზელანდიაში ვეღარ შეძლებენ | Allnews.Ge

უცხოელები უძრავი ქონების ყიდვას ახალ ზელანდიაში ვეღარ შეძლებენ

უცხოელები ახალ ზელანდიაში უძრავი ქონების შეძენას ვეღარ შეძლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ჯესინდა არდერნიმ მიიღო.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, უცხოელი მყიდველების გამო ქვეყანაში ბინებზე ფასები იზრდება, რის გამოც ადგილობრივ მაცხოვრებლებს პრობლემები ექმნებათ.

ჯესინდა არდერნიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის ახალი ზელანდიის უძრავი ქონების ბაზარი მომავალი წლის დასაწყისიდან დაიხურება.

"აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს მარტივ და სუფთა გამოსავალს, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მაცხვრებლების ინეტერსები" - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა, რომელმაც მთავრობის მეთაურის პოსტი ერთი თვის წინ დაიკავა.

როგორც ჩანს ხელისუფლება უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვის საკითხს იმდენად სენსიტიურად უდგება, რომ პოტენციურ მყიდველს მოქალაქეობის ტესტის გავლაც კი მოუწევს.

წყარო: cnn

myquiz