ბილ გეიტსი მსოფლიოს ყველზე მდიდარი ადამიანი აღარ არის | Allnews.Ge

ბილ გეიტსი მსოფლიოს ყველზე მდიდარი ადამიანი აღარ არის

ბილ გეიტსი მსოფლიოს ყველზე მდიდარი ადამიანი აღარ არის. 27 ივლისის შემდეგ, აღნიშნულ ტიტულს კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ატარებს. Amazon-ის აქციების 2,3%-ით მატებამ ბეზოსის ქონება 2 მილიარდი დოლარით გაზარდა, შედეგად მან ბილ გეითსის კაპიტალს 1,4 მილიარდი დილარით გადააჭარბა.

თუმცა, Forbes-ის განმარტებით, ბეზოსი ვერასდროს მოიპოვებდა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულს, ბილ გეითს ქველმოქმედებისთვის დიდი თანხა რომ არ გაეღო.

Microsoft-ის დამფუძნებელმა უკანასკნელად პირველობა ერთი წლის წინ დაკარგა, მაშინ სავაჭრო ქსელ Zara-ს დამაარსებელმა ამანსიო ორტეგამ მას რეიტინგში გაასწრო, თუმცა პოზიცია მხოლოდ ორი დღით შეინარჩუნა.

ჯეფ ბეზოსი მეშვიდე ადამიანი გახდა, რომლემაც 1987 წლიდან ანუ ამ რეიტინგის შექმნის მომენტიდან, Forbes-ის მილიარდერების რეიტინგის ლიდერობა შეძლო.

Amazon მსოფლიოში ყველაზე მსხვილი მაღაზიაა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ქვეყნებში, კანადაში, ჩინეთში, ინდოეთში, მექსიკაში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში მუშაობს.

myquiz