H&M პირველ მაღაზიას საქართველოში შემოდგომაზე გახსნის | Allnews.Ge

H&M პირველ მაღაზიას საქართველოში შემოდგომაზე გახსნის

H&M პირველ მაღაზიას საქართველოში, "გალერია თბილისში" 2017 წლის შემოდგომაზე გახსნის. მაღაზია სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.

"ძალიან გვიხარია, რომ როგორც იქნა, საქართველოში პირველ მაღაზიას ვხსნით. ჩვენთვის დიდი პატივია, თბილისელ მოდის მოყვარულებსა და ჩვენს მომავალ მომხმარებლებს ახალი სტილის პოვნისა და რაციონალური შოპინგის საშუალება მივცეთ და მოდაში საკუთარი განაცხადის გაკეთებაში დავეხმაროთ", – აცხადებს H&M-ის რეგიონალური მენეჯერი ავსტრიაში, სლოვენიაში, ხორვატიაში, სერბეთსა და საქართველოში კლაუდია ოსვალდი.

H&M-ში ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და თეთრეულის სრული ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი.

myquiz