თბილისში მწვანე სახურავიანი საცხოვრებელი კორპუსი გამოჩნდება | Allnews.Ge

თბილისში მწვანე სახურავიანი საცხოვრებელი კორპუსი გამოჩნდება

თბილისში, ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე მწვანე სახურავიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაახლოებით, ერთ-ორ თვეში დასრულდება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს კომპანია "ტერასა ჯგუფის" გაყიდვების მენეჯერმა, ნანა შენგელიამ განუცხადა.

მისი თქმით, შენობა ცხრასართულიანი იქნება და სახურავის სრული სივრცე გამწვანებას დაეთმობა, რომლითაც ყველა მცხოვრები ისარგებლებს, - "იქნება როგორც ხეები, ასევე სხვა ტიპის მწვანე საფარი, რომლის მოწყობაც სამშენებლო და თეთრი კარკასის სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება,"- განმარტავს ნანა შენგელია.

კორპუსში ბინების ღირებულება სართულისა და ხედის მიხედვით, 1 კვ.მ 590$-დან 700$-მდე მერყეობს, თუმცა "ტერასა ჯგუფის" წარმომადგენლის თქმით, ყველა მათგანი გაყიდულია.

"ტერასა ჯგუფი" ბაზარზე  2015 წელს, კომპანია Salvus Develponment-ის სახელით შემოვიდა, თუმცა შემდეგ გუნდი გაიყო და 2017 წლიდან ერთი ნაწილი ოპერირებას "ტერასა ჯგუფის" სახელით აგრძელებს.

myquiz