"თი-ბი-სი ბანკმა" "ბანკი რესპუბლიკას" ბარათების ჩანაცვლება დაიწყო | Allnews.Ge

"თი-ბი-სი ბანკმა" "ბანკი რესპუბლიკას" ბარათების ჩანაცვლება დაიწყო

"თი-ბი-სი ბანკმა" "ბანკი რესპუბლიკას" ბარათების ჩანაცვლება დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "თი-ბი-სი ბანკის" "ფეისბუქის" გვერდზე ვრცელდება.

მათი ცნობით, ბარათების ჩანაცვლება მაისის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. "ბანკი რესპუბლიკას" საბანკო ბარათის "თი-ბი-სი ბანკის" ბარათით ჩასანაცვლებლად მოქალაქეებმა "რესპუბლიკა ბანკის" ფილიალებს უნდა მიმართონ.

ცნობისთვის, "თი-ბი-სი ბანკმა" "ბანკი რესპუბლიკა" გასული წლის შემოდგომაზე იყიდა.