ლარი კვლავ გაუფასურებას განაგრძობს | Allnews.Ge

ლარი კვლავ გაუფასურებას განაგრძობს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7090 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7090 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7077 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9227 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8986 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0241 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.

myquiz