ზესტაფონში ქარის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება
ზესტაფონში ქარის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება, - ამის შესახებ "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში" განაცხადეს.
როგორც "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში" განმარტეს, აღნიშნულის თაობაზე ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ფონდის ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდება.
საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური "ქართლი" გორთან 2016 წლის შემოდგომიდან უკვე ფუნქციონირებს.