საჰაერო ტაქსები ადგილობრივის გარდა, საერთაშორისო რეისებსაც შეასრულებს
"საჰაერო ტაქსით" ადგილობრივ და საერთაშორისო ჩარტერულ რეისებს ქართული ავიაკომპანია "ავიატორი" განახორციელებს, რომელიც კომპანია "აჭარა ჯგუფს" ეკუთვნის.
ფრენები უახლესი ამერიკული წარმოების Beechcraft KingAir C90GTX ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება, რომელიც 5 ადამიანზე გათვლილი ბიზნეს კლასის ინტერიერითა და უახლესი სისტემებით არის აღჭურვილი.
"საჰაერო ტაქსის მეშვეობით, მოქალაქეები ტურისტული თუ საქმიანი ვიზიტით მაქსიმალურად მოკლე დროში ჩაფრინდებიან დანიშნულების ადგილას. "ავიატორის" მთავარი მიზანია საქართველოში ტურიზმის და მცირე ავიაციის განვითარების ხელშეწყობა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. კომპანიის მიერ ავიარეისების შესრულება დადებითად იმოქმედებს საქართველოში აეროპორტებისა და ინდუსტრიაში ჩართული ყველა კომპანიის განვითარებაზე," - აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ცნობით, "ავიატორის" ქართველმა პილოტებმა და ტექნიკურმა პერსონალმა გადამზადება ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ საუკეთესო ტრეინინგ ცენტრში გაიარა.
ავიაკომპანიაში ამ ეტაპზე დასაქმებულია 20-ზე მეტი საავიაციო სფეროს ქართველი პროფესიონალი. წაიკითხეთ გაგრძელება