ნედლი ნავთობის მოპოვება მცირდება | Allnews.Ge

ნედლი ნავთობის მოპოვება მცირდება

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის სხდომაზე, რომელიც ვენაში გაიმართა, დღე-ღამეში ნავთობის მოპოვების 1,2 მილიონი ბარელით შემცირების გადაწყვეტილება მიღეს. ამის გამო ნავთობზე ფასმა 8 %-ით მოიმატა.

"ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, ორგანიზაცია (ოპეკი) დღე-ღამეში 33,6 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს და, შესაბამისად, მოპოვება 4,5 %-ით მცირდება. მთელ მსოფლიოში კი ნავთობის მოპოვება დაახლოებით 1 %-მდე შემცირდება.

2008 წლიდან დღემდე ეს ნედლი ნავთობის მოპოვების შემცირების პირველი შემთვევაა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ყატარის ენერგეტიკის მინისტრმა მოჰამედ ბინ სალეჰ ალ-სადმა განაცხადა, რომ რუსეთი დღე-ღამეში ნავთობის 300 ათასი ბარელით შემცირებას დათანხმდა.

იმ ქვეყნებმა, რომლებიც ოპეკში არ ერთიანდებიან, ნავთობის მოპოვება 600 ათას ბარელამდე უნდა შეამცირონ. გამოდის, რომ რუსეთი ამ მოცულობის ნახევრის შემცირებას იღებს საკუთარ თავზე.

myquiz