საქართველოს ზამთრის ახალი კურორტი შეემატა | Allnews.Ge

საქართველოს ზამთრის ახალი კურორტი შეემატა

30 წლიანი პაუზის შემდეგ, ზამთრის კურორტი მიტარბი წელს პირველად მიიღებს ვიზიტორებს.

მთის კურორტების კანვითარების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თამთა იაშაღაშვილის თქმით, მიტარბი დამსვენელებს სათხილამურო ტრასითა და სამი საბაგიროთი სარგებლობის საშუალებას მისცემს.

"მიტარბი ვიზიტორებს განახლებული ინფრასტრუქტურით დეკემბრის ბოლოდან ელოდება." - აღნიშნავს ის.

კურორტი მიტარბი თრიალეთს ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს და სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური წყაროებითაა პოპულარული.

 

მარიამ მენაბდიშვილი