საქართველოში ოქრო გაიაფდა | Allnews.Ge

საქართველოში ოქრო გაიაფდა

საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ოქრო გაიაფდა. ადგილობრივი ფინანსური ინფორმაციის პლატფორმის "აგორა ფინანსების" ცნობით, უმაღლესი ხარისხის ოქროს ღირებულება 4.17 ლარით შემცირდა. დღეის მდგომარეობით უმაღლესი 999 სინჯის ოქროს ფასი გრამზე - 96.42 ლარია, მაშინ როცა 11 ნოემბერს მისი ღირებულება - 100.52 იყო.

აგორა ფინანსების ცნობით, ფასი სხვა სინჯის ოქროზეც შემცირდა და ცვლილება 1.5-4 ლარის ფარგლებში მერყეობს.

კერძოდ, 375 სინჯის ოქრო - 36.16 ლარი ღირს, მაშინ როცა 11 ნოემბერს მისი ფასი - 37.73 იყო; 500 სინჯის - 48.22 ღირს, ნოემბრის დასაწყისში კი მისი ფასი - 50.31 იყო; 583 სინჯის გრამი ოქროს ფასი - 58.66 -დან 56.23 ლარამდე შემცირდა. 750 სინჯის ოქროს ფასმა - 75.46 ლარიდან 72.33-მდე დაიკლო; ხოლო 900 სინჯის ოქროს ფასი 1 გრამზე - 86.80 ლარია, მაშინ როცა 11 ნოემბრის მდგომარეობით - 90.56 ლარი ღირდა.

აშშ-ში 9 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე ოქროს ღირებულება მსოფლიოში ერთბაშად 5%-ით გაიზარდა და უნციაზე 1,337 დოლარი შეადგინა. ამის პარალელურად ოქრო საქართველოშიც გაძვირდა. უმაღლესი სინჯის ოქროს ფასმა მაშინ 4 ლარით მოიმატა. წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz