როგორ შეიცვალა ადგილობრივი ვალუტის კურსი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში | Allnews.Ge

როგორ შეიცვალა ადგილობრივი ვალუტის კურსი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

საქართველოში ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურებას ისევ განაგრძობს. მისი ნიშნული ბანკებში 2,45-ს შეადგენს, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ვალუტის კურსის დასტაბილურებას ჰპირდებიან.

ფინანსთა მინისტრი, ლარის გაუფასურებას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ მეზობელი ქვეყნებიც იმავე პრობლემის წინაშე დგანან.

იმის დასადგენად, თუ რამდენად პრობლემურია ეროვნული ვალუტის გაუფასურება რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში, ALLNEWS.GE ამ ქვეყნებში დოლარის დღევანდელ კურსს გთავაზობთ.

რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ცნობით, ამჟამად ქვეყანაში გაცვლითი კურსი 1 აშშ დოლართან მიმართებით 64, 3580 რუბლია; რუსეთის ეროვნული ვალუტა 2015 წლის განმავლობაში დოლართან მიმართებით უფასურდებოდა. აღნიშნულ პერიოდში 1$  49,13-დან 71,45-მდე გაიზარდა.

სომხეთში 1$-ის შეძენა 479 დრამადაა შესაძლებელი, თუმცა 2015 წელს, 1$-ის ღირებულება 470-დან 485 დრამის ფარგლებში მერყეობდა.

22 ნოემბერს, აზერბაიჯანში, "ბაქოს ბანკის" ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 1,70 მანათია; 2015 წელს, როდესაც საქართველოში ლარი გაუფასურებას განაგრძობდა, აზერბაიჯანული მანათი შედარებით სტაბილური იყო, რადგან 1$-ის ღირებულება 0,94-დან 0,64 მანათამდე მერყეობდა. 

თურქეთში, 1$-ის ღირებულება კი 3,37 ლირაა, გასულ წელს, ნოემბერში ერთი დოლარის შეძენა 2,82 ლირად იყო შესაძლებელი.

 

მარიამ მენაბდიშვილი