საქართველოში ოქრო 4 ლარით გაძვირდა | Allnews.Ge

საქართველოში ოქრო 4 ლარით გაძვირდა

მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასის გაძვირების პარალელურად, ძვირფასი ლითონის ფასმა საქართველოშიც მოიმატა.

ადგილობრივი ფინანსური ინფორმაციის პლატფორმის "აგორა ფინანსების" ცნობით, ოქტომბრის თვესთან შედარებით, უმაღლესი ხარისხის ოქროს საშუალო ღირებულებამ 4 ლარით მოიმატა.

დღეის მდგომარეობით, უმაღლესი 999 სინჯის ოქროს ფასმა გრამზე 100.52 ლარი შეადგინა მაშინ, როცა ოქტომბერში იგივე სინჯის ოქროს ფასი გრამზე 96 ლარი იყო. 375 სინჯის ოქრო 37.73 ლარი ღირს; 500 სინჯის - 50.31; 583 სინჯის გრამი ოქროს ფასი - 58.66 ლარია; 750 სინჯის - 75.46; ხოლო 900 სინჯის ოქროს ფასი 1 გრამზე - 90.56 ლარია.

პორტალ oqrosbirja.ge-ს ადმინისტრატორი ლადო ქურდაძე "ბიზნესპრესნიუსთან" აღნიშნავს, რომ ოქროს ფასი მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივად გაიზარდა.

როგორც ქურდაძე ამბობს, გაიზარდა როგორც ჩასაბარებელი, ასევე ოქროს გაყიდვის ფასებიც. ოქროზე მოთხოვნა კი ზაფხულიდან უფრო და უფრო მცირდება.

მისი თქმით, უმაღლესი ოქროს ჩასაბარებელი ფასი გაიზარდა და 10 ნოემბრის მდგომარეობით, მისი ღირებულება 95-დან 97 ლარამდე მერყეობს, გასაყიდი ფასი კი 100 ლარიდან იწყება.

პორტალის ადმინისტრაციის ცნობითვე, ოქროს ყიდვის ფასები ჩაბარების ფასებზე 4 - 20 ლარით მეტია. წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz