საქართველოში ელექტრომობილების დამტენი სადგურების რაოდენობა 100-ს მიაღწევს | Allnews.Ge

საქართველოში ელექტრომობილების დამტენი სადგურების რაოდენობა 100-ს მიაღწევს

თანამედროვე მსოფლიოში ელექტრონული ავტომობილების რაოდენობა დღითიდღე მატულობს.

ამ მხრივ მოწინავე ქვეყნებს აშკარად ჩამოვრჩებით, თუმცა ეს ტენდენცია თანდათან საქართველოშიც იგრძნობა. ამჟამად საქართველოში 50-მდე ელექტრომობილია, მაგრამ არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, არ არის ელექტროგასამართი სადგურები, რაც ელექტრომობილების მომრავლებას ყველაზე მეტად უშლის ხელს. როგორც ამ მანქანების მფლობელები ამბობენ, ელექტრომობილის ფასი 30 ათასი დოლარიდან 150 ათას დოლარამდე მერყეობს.

ელექტრომობილი ტექნიკის უახლესი მიღწევაა, თუმცა ამ მანქანის ნაკლი ის არის, რომ ერთი დატუმბვით მხოლოდ 170-200 კილომეტრის გავლას ახერხებს. სპეციალისტები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და 2-3 წელიწადში ელექტრომობილები უფრო დიდი მანძილის გავლასაც შეძლებენ. ამის კარგი მაგალითია "ტესლას" ელექტრომობილი, რომელსაც 350-400 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია.

თბილისში ელექტრომობილების დამტენი ორი ლოკაცია დამონტაჟდება

რამდენიმე დღეში კუს ტბის ასახვევთან და ევროპის მოედანზე ელექტრომობილების დასატუმბი სადგურები გაიხსნება. როგორც კომპანია i-space-ის დირექტორმა სულხან გვალიამ "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა, ამ დრომდე ელექტრომობილების დამტენი სადგური საქართველოში არ იყო, მაგრამ კვირის ბოლოს უკვე გაიხსნება 2 საჯარო დასამუხტი სადგური, ხოლო წლის ბოლომდე სულ ცოტა 25 სადგური გაიხსნება.

"ჩვენი გეგმის მიხედვით, 2017 წლის ბოლომდე საქართველოს ქალაქებში 100 ასეთი სადგური გაიხსნება. ამ ეტაპზე საქართველოში ელექტრომობილების მომრავლებას ხელს ის უშლის, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის. ჩვენი სურვილია ასეთი ინფრასტრუქტურა შევქმნათ. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ელექტრომობილების წილი ბაზარზე ძალიან გაიზრდება, მით უმეტეს, რომ ეს მანქანები თანდათან იაფდება.

ამჟამად საქართველოში დაახლოებით 50 ელექტრომობილი დადის, მათი დიდი ნაწილი კერძო სექტორის საკუთრებაა, რამდენიმე მათგანი კი, უცხოეთის მთავრობების მიერ არის ნაჩუქარი", - აღნიშნა სულხან გვალიამ.

Tesla-ს ახალი ელექტრომობილი 35 000 დოლარი ეღირება

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის, ექსპერტ შალვა ოგბაიძის თქმით, უკვე 3 წელია ელექტრომობილი ჰყავს.

"ელექტრომობილის მუშაობა ელექტოძრავზეა დამოკიდებული, რის გამოც ეს ძალიან ეკონომიური მანქანაა. თითქმის 3 წელია, რაც ელექტრომობილი მყავს და ამ მანქანას ჯერ ნათურაც კი არ გადაწვია. საშუალო დონის ავტომობილი, რომელიც თბილისში დადის, 100 კილომეტრზე დაახლოებით 20 ლარის საწვავს მოიხმარს, ხოლო ჩემი ელექტრომობილი იმავე ას კილომეტრზე სულ რაღაც 1,5-2 ლარის ელექტროენერგიას მოიხმარს - განსხვავება მართლაც რომ შთამბეჭდავია. რაც შეეხება დინამიკას, ასეთი დინამიკით ბევრი ავტომობილი ვერ დაიტრაბახებს. მართალია, ელექტრომობილს მაქსიმალური

სიჩქარე ნაკლები აქვს, მაგრამ დიდ ქალაქებში არც არის საჭირო დიდი სიჩქარის გამოყენება. მისი სიჩქარე ქალაქის პირობებში ძალიან მისაღებია", - აღნიშნავს შალვა ოგბაიძე.

ხომ არ დაუპირისპირდება ელექტრომობილებს ნავთობის ბიზნესი? - ამ შეკითხვაზე ფედერაციის პრეზიდენტმა გვიპასუხა, რომ 1970-იან წლებში აშშ-ში იყო პირველი მცდელობა ელექტრომობილების მასობრივი გამოსვლისა, მაგრამ მაშინ ამ ვტომობილების დაკონსერვება მოახერხეს.

"ახლა კი, შემიძლია "დავამშვიდო" "ოპეკის" წევრი ქვეყნები, რომ დღეს მსოფლიოში მილიონობით მანქანა მოძრაობს და მთელი მსოფლიოს გენერაცია არ ეყოფა ამ ავტომობილების ელექტროენერგიით მომარაგებას, ამიტომ უახლოესი 30-40 წელიწადი სხვადასხვა სახეობის ავტომობილების მშვიდობიანი თანაარსებობის ეპოქა იქნება. უბრალოდ, ტექნოლოგიები იხვეწება, რის გამოც ელექტროენერგიის მოპოვება და შენახვა უფრო გაადვილდება, ამიტომ ელექტრომობილები ყოველ წელს გაიაფდება", - მიიჩნევს შალვა ოგბაიძე.

გერმანიაში ელექტრომობილის მყიდველებს მთავრობა 4 ათას ევროს გადაუხდის

შალვა ოგბაიძის თქით, ყველა მოწინავე ქვეყანაში მოქმედებს პროგრამა, რომელიც ელქტრომობილების წახალისებას ითვალისწინებს.

"იაპონიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში, თუ ელექტრომობილს შეიძენთ, სახელმწიფო მისი ფასის 20%-ს დააფინანასებს. საქართველოში შემოყვანისას კი, მფლობელს ჯერ მხოლოდ განბაჟების გადასახადს არ ახდევინებენ. უახლოესი 20-30 წელი ე.წ. ჰიბრიდულ ავტომობილებს და ელექტრომობილებს ეკუთვნის, ოღონდ ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების პარალელურად. ელექტრომობილები, ან ჰიბრიდული ავტომობილები სრულად ვერ გამოდევნიან ჩვეულებრივ, საწვავზე მომუშავე ავტომობილებს", - აცხადებს ოგბაიძე. იხილეთ გაგრძელება

myquiz